„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ, “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში უნდა შევიდეს.
„ჩემი პოზიციაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს პარლამენტში. ვინაიდან პოლიტსაბჭო დღესაა, მე განწყობებზე წინასწარ არ ვისაუბრებ. დღეს ჩვენ ყველა არგუმენტსა და პოზიციას კიდევ ერთხელ მოვისმენთ.
გავეცნობით იმ კვლევის შედეგებს, რომელიც ჩვენმა პარტიამ დაუკვეთა და რამდენიმე საათში ცნობილი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.











