მორიგი სისულელე თქვეს, თურმე „ნაციონალურმა მოძრაობამ” კონგრესმენებს განცხადებაში რაღაც ერთი სიტყვა ჩააწერინა. „ნაციონალური მოძრაობა” ყოვლისშემძლეა და სწორადაც ეშინიათ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.
გოცირიძე აღნიშნავს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ შეცვლის და ქვეყანას კოალიციური მთავრობა ეყოლება.
„ნაციონალური მოძრაობა” და გაერთიანებული ოპოზიცია შეცვლის „ქართულ ოცნებას” და ოქტომბერში იქნება ახალი კოალიციური ხელისუფლება. ეშინიათ და ზუსტად ამიტომ არის. ამერიკელი კონგერსმენების განცხადება ნიშნავს, რომ მორჩა საქართველოში რუსეთის ხელისუფლება და მას არჩევნებზე ზემოქმედების ეფექტი ექნება. საფრანგეთში თუკი რაიმე ხდებოდა, ასეთი გამოთქმა იყო – ეს ვოლტერის ბრალია, ეს კი რუსოსი. ტალახში რომ ჩავარდეს ვინმე, ეს ან ვოლტერის ბრალია, ან რუსოსი. რა განცხადებაც არ უნდა გააკეთონ, „ქართული ოცნება” იტყვის, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის” ბრალია, რადგან მათ ყველგან აქვთ კავშირები: კონგრესში, სენატში, ევროკავშირში, ამერიკის მთავრობაში. თურმე, ჩვენ ვართ ძლევამოსული პარტია და გეშინოდეთ, სწორია! ეს განცახდება გაკეთებულია რუსული ოლოგარქიული ხელისუფლების გათავისუფლებისთვის“ – განაცხადა გოცირიძემ.










