„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. თავმჯდომარის არჩევა რამდენიმე დღის განმავლობაში ელექტრონული კენჭისყრით მიმდინარეობს, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
პარტიის თავმჯდომარედ წარდგენილია ორი კანდიდატი – ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია.
არსებული მონაცემებით, ამ დროისთვის ნიკა მელიას კანდიდატურა ლიდერობს.
კენჭისყრა 21 დეკემბერს დაიწყო და დღეს, 21.00 საათამდე გაგრძელდება.
ცნობისთვის, 15 დეკემბერს გრიგოლ ვაშაძემ პარტიის თავმჯდომარეობა დატოვა.











