fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია, ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე – არის საზოგადოების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება – თალაკვაძე

13:25 ოქტომბერი 17, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
797
ნახვა

არ დავუშვებთ, რომ ისეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები მომავალში იყვნენ პოლიტიკაში, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“. გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, მას შემდეგ, რაც აჭარაში ჯანდაცვის პროფესიონალებმა თავდაუზოგავი შრომით, შეძლეს კოვიდ-19-ის შემთხვევების სტაბილიზაცია, ამ უპასუხისმგებლო ძალამ ჩაატარა გუშინ ხალხმრავალი აქცია, ჩაიყვანეს ხალხი ყველა სხვა მუნიციპალიტეტიდან, ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე – ეს არის საზოგადოების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წალენჯიხაში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წარადგინა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამ უპასუხისმგებლო ქმედების გამო, სახელმწიფოს მოუწევს აჭარაში სამედიცინო რესურსების გაორმაგება და ექიმების, ექთნებისა და ეპიდემიოლოგების ორმაგად დატვირთვა, რათა შემდგომ გართულებებს არ ჰქონდეს ადგილი არა მხოლოდ აჭარაში, არამედ სხვა რეგიონებშიც.

„ასეთ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს დღეს საქმე და მის სატელიტურ სისტემასთან, რომელიც დეზინფორმაციით ცდილობს, რომ ხალხს თეთრი შავად მოაჩვენოს და კარგი ცუდად დააჯეროს. არ დავუშვებთ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო ძალები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ეს არის წარსული, მათ აქვთ პრობლემები საკუთარ წარსულთან, ჩვენ კი ვფიქრობთ მომავალზე და მთლიანად მომავალზე ვართ ორიენტირებული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის, მომავალზეც აიღოს პასუხისმგებლობა. პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, ყურადღება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის კუთხით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე გაამახვილა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ჯანდაცვის სისტემაშიც და მხოლოდ „ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ“ 60 ათასზე მეტი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადაარჩინა. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა უზრუნველყო ხელშესახები პროგრესი განათლების, ინფრასტრუქტურის და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, დღეს ევროპა ენდობა საქართველოს და მის ხელისუფლებას.

სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ დამსწრეებს „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმები გააცნო. მისი თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალი სამუშაო ადგილების და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა იქნება. ამ კუთხით კი, განსაკუთრებულად, ყურადღება განათლების და ინფრასტრუქტურულ მიმართულებაზე გამახვილდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე მოწერელიას მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა და იმ უპირატესობებზე ისაუბრა, რომელიც ალექსანდრე მოწერელიას სხვა კანდიდატებისგან გამოარჩევს.

„მან ზუსტად იცის სად და როგორ უნდა გადაჭრას საკითხები, რომელიც თქვენს საზოგადოებას აწუხებს, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ სწორედ ის იქნება ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი თქვენი ოლქიდან და ჩვენ ერთად შევეცდებით, რომ გადავჭრათ საკითხები და უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამეგრელოს, თქვენი ქალაქის, თქვენი სოფლების წინსვლა და პროგრესი“,- მიმართა შეკრებილებს არჩილ თალაკვაძემ.

თეგები: 2020 წლის არჩევნებიარჩილ თალაკვაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის გადაღებვას და განახლებას ცდილობენ, მისი განახლება შეუძლებელია! – არჩილ თალაკვაძე

დეკემბერი 3, 2021
771
პოლიტიკა

მინდა, ოპოზიციონერ კოლეგებს, გულწრფელად ვურჩიო, შიმშილობა შეწყვიტონ, ვინაიდან მოთხოვნა აბსოლუტურად უსაფუძვლოა – არჩილ თალაკვაძე

ნოემბერი 15, 2021
969
პოლიტიკა

თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილს ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა, რაც შეიძლება მეტი HA HA

ოქტომბერი 1, 2021
784

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია