fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები და აქტივისტები „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის შტაბში შეიჭრნენ – პაპუაშვილი

15:22 სექტემბერი 18, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.7k
ნახვა

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები და აქტივისტები „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის შტაბში შეიჭრნენ.

„დღეს დილით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ ბოლქვაძე, მაჟორიტარობის კანდიდატი ამირან თედორაძე, პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატები – მალხაზ თავდგირირძე, მერაბ ვარშალომიძე და ნიკა ნაგერვაძე, აქტივისტებთან და საკუთარ მედიასაშუალებებთან ერთად, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის შტაბში შეიჭრნენ. გაუგონარია ის საბაბი, რომელიც ოფისში შესაჭრელად, პროვოკატორებმა გამოიყენეს; მათ მიიტანეს კანდიდატის დახეული პლაკატი, რომელიც, უდიდესი ალბათობით, თავად დააზიანეს და შემდეგ, ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულების გარეშე, გამოიყენეს მიზეზად, რომ ეს მძიმე პროვოკაცია მოეწყოთ, რაც მათ, საბოლოოდ, ვერ შეძლეს. ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ როგორ მიმართავდნენ მსგავს პრაქტიკას შარშანაც, როდესაც ჩვენი ოფისების ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას. დღეს კი უფრო შორს წავიდნენ და პროვოკაციის მოსაწყობად არა თუ ჩვენი შტაბის ეზოში, უშუალოდ შტაბში შევიდნენ. ვაზუსტებ, რომ საუბარია არა მხოლოდ ტელევიზიების წარმომადგენლებზე, არამედ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე და მათ აქტივზე. ეს არის გაუგონარი თავხედობა, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ უკონტროლო პროცესები გამოიწვიონ და დაძაბულობის დონემ პიკს მიაღწიოს. ამასთანავე, ხაზგასმით აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დღეებში, ქარელში – „მთავარი არხის“ მიერ მოწყობილი პროვოკაციის კვალდაკვალ, ამ შემთხვევაშიც ცდილობდნენ ისეთი ლოკაციის შერჩევას, სადაც, არის მეორე სართულიდან ჩასასვლელი კიბეები, რომელსაც ზედა მხარეს საერთოდ არ გააჩნია მოაჯირი და საიდანაც, მათ მიერვე პროვოცირებული შესაძლო არეულობის დროს, ადვილად შეიძლება გადავარდნილიყო ადამიანი. ეს კი იმისთვის სჭირდებათ, რომ შექმნან აპოკალიპტური სურათი, თითქოს „ქართული ოცნების“ ოფისებიდან ხალხს მეორე სართულიდან „ყრიან“. აქვე, მსურს, ვისარგებლო შესაძლებლობით და დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი შტაბის წევრებს, რომლებმაც თავი შეიკავეს და არ აჰყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილ პროვოკაციას. მესმის რომ ეს არის ურთულესი მოსათმენი, მაგრამ ამას ხედავს ქართული და საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი ვალია, ვიმოქმედოთ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში. ჩვენი შტაბების ყველა წევრს მოვუწოდებთ, იყვნენ ფხიზლად და ნებისმიერი მცირე პროვოკაციაც კი, ისევე როგორც დღეს, დააფიქსირონ ვიდეო და ფოტოგადაღების მეშვეობით. დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები იყო მიზანმიმართული და თავხედური პროვოკაცია, რომელსაც ჩვენ, კანონის ფარგლებში, აუცილებლად გავცემთ პასუხს. აქვე, მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს – ნუ ცდიან ხალხის მოთმინებას, რომელსაც მართლაც გააჩნია საზღვარი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

თეგები: შალვა პაპუაშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

არ არსებობს კვალიფიციური ექიმის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანა არ შეიძლებოდა – შალვა პაპუაშვილი

დეკემბერი 31, 2021
783
პოლიტიკა

პოლარიზაციის პრობლემა მათ შორის იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის ნებას არ აღიარებს – შალვა პაპუაშვილი

დეკემბერი 31, 2021
776
პოლიტიკა

ვერავინ ეტყვის საქართველოს, როგორი უნდა იყოს მისი საგარეო კურსი – შალვა პაპუაშვილი

დეკემბერი 31, 2021
776

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია