„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა იმდენი არჩევნები წააგეს, აღარ გვაქვს ფუფუნება, კიდევ წავაგებინოთ, წინასაარჩევნოდ მათთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„15 ივლისამდე მოგვეცით დრო და 15 ივლისამდე გვექნება ისეთი საარჩევნო კამპანია, რომელიც დიდი გამარჯვებას მოუტანს თბილისსაც და რეგიონებსაც. „სტრატეგია აღმაშენებელი“ წინასაარჩევნოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირ თანამშრომლობას არ აპირებს. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა იმდენი არჩევნები წააგეს, აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ კიდე წავაგებინოთ არჩევნები.
ამიტომ, გვინდა, რომ ისინიც ჩვენი დიდი გამარჯვების თანამონაწილეები გახდნენ უკვე არჩევნების შემდეგ. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ყოველთვის სისტემურად მუშაობს. ახლა გვექნება კონსულტაციები და დამერწმუნეთ, გამარჯვების ფორმულას დავდებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სავარაუდოდ 2 ოქტომბერს გაიმართება.











