„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთი-ხობი-სენაკში, მურთაზ ზოდელავა იქნება – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.
გოცირიძის განცხადებით, ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მურთაზ ზოდელავა სერიოზული კანდიდატია არჩევნებში გამარჯვების რესურსი აქვს.
„ყველა წარდგენის წინ სერიოზულ გამოკვლევას ვაკეთებთ. კრიტერიუმების გათვალისწინებით ჩავთვალეთ, რომ მურთაზ ზოდელავა არის სერიოზული კანდიდატი და მას აქვს რესურსი, დაამარცხოს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ჩვენი კონკურენტია „ქართული ოცნება“. მეორე ტურში კი ოპოზიცია, ყველანი ერთმანეთს დავეხმარებით“, – განაცხადა გოცირიძემ.











