„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ბანერზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას გამოძიება საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვას ედავება.
დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბანერი შეგნებულად არ დაუზიანებია.
ბრალი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ბანერის საქმეზე გამოძიება გრძელდება.











