ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მისულ სამართალდამცველებს, რომლებსაც ნიკა მელიასთვის განჩინება უნდა ჩაებარებინათ, კარი არ გაუღეს.
ცნობილია, რომ ამ დროისთვის შენობაში იმყოფებიან ნიკა მელია, მისი თანაპარტიელები, ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები.
განჩინების მიღება სამართალდამცველებს მელიას ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა მოსთხოვა, თუმცა უარი მიიღო.
პოლიციის თანამშრომლებმა ტერიტორია დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარის მიმართ გუშინ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება გაამკაცრა – გირაო პატიმრობით შეიცვალა.










