“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
როგორც პარტიის წევრებმა სხდომის დაწყებამდე განაცხადეს, დღევანდელ სხდომაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლს მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ წინადადებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა, მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ “მთავარი არხის” დამფუძნებელს, გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა და ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა.











