fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის და ლანჩხუთის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა საოლქო კომისიებთან სოლიდარობის აქცია გამართეს

21:00 სექტემბერი 30, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
807
ნახვა

ოზურგეთში მე-60 საოლქო საარჩევნო კომისიის ასევე ლანჩხუთის  61-ე საარჩევნო ოლქებთან ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები, აქციას მართავენ. ისინი გუშინ მარნეულში საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს გმობენ და უნდობლობას უცხადებენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სისტემას.

ცესკოს ცენტრალური შტაბი, ასრულებს „ქართული ოცნების“ დაკვეთებს – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის შტაბის ლიდერი დავით მჟავანაძე, ამ წუთებში მე-60  საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში შეხვედრას კომისიის ხელმძღვანელთან ბერდია ლომაძესთან მართავს. ის ნახევარ საათზე მეტ ხანს ითხოვდა შენობაში შესვლას, თუმცა, როგორც მჟავანაძე ყვება, სანამ არ დარეკეს და გაარკვიეს, შეიძლებოდა თუ არა მისი შესვლა, მანამდე შენობაში არავინ შეუშვა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდობლობას უცხადებენ, გმობენ გუშინ მარნეულში მომხდარ ინციდენტს, სადაც როგორც მათი წარმომადგენლები, ასევე ჟურნალისტები და ოპერატორები გახდნენ თავდასხმისა და ძალადობის მსხვერპლნი.

ლანჩხუთის ნაციონალური მოძრაობის ლიდერი კახა ასკურავა, მოუწოდებს საოლქო საარჩევნო კომისიას, არ შეასრულონ „ქართული ოცნების“ დაკვეთა და არჩევნები, ჩაატარონ მშვიდ და სამართლიან გარემოში.

„ქართული ოცნება“ ძალადობს. სოლიდარობა გუშინ მარნეულში ძალადობის მსხვერპლ ჩვენს აქტივისტებს და სოლიდარობა იმ ჟურნალისტებს და ოპერატორებს, რომლებიც გახდნენ სისტემის მსხვერპლი. განაჩენს გამოიტანს ქართველი ხალხი, ოქმს წერს, ხალხი და არა თქვენ“ – განაცხადა ასკურავამ.

ნაციონალური მოძრაობის წევრი ოზურგეთის ორგანიზაციიდან დავით მახარაძის თქმით ისინი არ ენდობიან სისტემას.

„ჩვენ არ ვენდობით სისტემას, არ ვენდობით სახელმწიფოს და ასევე ცესკოს. ჩვენ გვინდა არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში და შეწყდეს ძალადობა როგორც ჩვენს აქტივისტებზე, ასევე ჟურნალისტებზე.

შეგახსენებთ, მარნეულში გუშინ, 29 სექტემბერს რამდენიმე ინციდენტი მოხდა. თავდაპირველად თავს ნაციონალური მოძრაობის წევრებს დაესხნენ. მოგვიანებით მთავარი არხის 4 თანამშრომელს, მათ შორის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გარდა ამისა, თავს დაესხნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორსაც. მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი

თეგები: 2020 წლის არჩევნებიოზურგეთიცესკო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ცესკოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ნოემბერი 13, 2021
810
მთავარი ამბავი

1-ელ ნოემბერს არჩევნების მეორე ტურის შედეგები 140 საარჩევნო უბანზე გადაითვლება

ოქტომბერი 31, 2021
1.2k
მთავარი ამბავი

ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების მეორე ტური შეაჯამა

ოქტომბერი 31, 2021
826

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია