გორში, N11 საარჩევნო უბანზე „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი ბექა ქორჩილავა და ერთ-ერთი მოქალაქე ერთმანეთს დაუპირისპირდა.
ქორჩილავას თქმით, „ოცნების“ აგიტატორები მოქალაქეებს ხმის მიცემის სანაცვლოდ თანხას ურიგებენ.
,,ქართული ოცნების“ აგიტატორები დგანან უბნის შესასვლელთან სიებით და მოქალაქეებს ხმის მიცემის სანაცვლოდ ფულს ურიგებენ. აღნიშნული ფაქტის გადაღება ფიზიკურად ვერ მოვასწარით,”- განაცხადა ქორჩილავამ.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებზე ნახეთ ამ ბმულზე
იხილეთ ვიდეო – თქვენი საქმე არ არის რა სიებია – „ქართული ოცნების“ აგიტატორი
ავტორი: თათია გოლოშვილი











