ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მირდატ ქამადაძის განცხადებით, ამომრჩეველთა ძალიან მაღალი აქტივობის გამო, ბათუმის საარჩევნო უბანში ყუთები ბიულეტენებით თითქმის შევსებულია და ფიზიკურად ბიულეტენის ურნაში მოთავსება შეუძლებელია.
„ჩვენ არაერთხელ მივმართეთ, ცენტრალურ თუ უმაღლეს საარჩევნო კომისიას უბნებზე დამატებითი ურნები გამოეყოთ, რათა ბიულეტენი მოვათავსოთ, ამის გამო ამომრჩევლებს ხმის მიცემაზე უარს ეუბნებიან.
მოგიწოდებთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და უმაღლეს საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ მიიღეთ ზომები, რადგან მოქალაქეებმა კონსტიტუციურად მინიჭებული უფლება გამოიყენონ და სასურველ პარტიას ხმა მისცენ,- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე
ავტორი: ნაირა ქობულაძე











