fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ნაცმოძრაობა” ითხოვს, „სამართლიანმა არჩევნებმა” კითხვებს საჯაროდ უპასუხოს

16:48 დეკემბერი 12, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
800
ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა” “სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოქვყნებულ განცხადებას განცხადებითვე პასუხობს, რომელსაც „პრაიმტაიმნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

„არასამთავრობო ორგანიზაციის “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) მიერ ხმების პარალელური დათვლის ჩასწორებასთან დაკავშირებით: არჩილ თალაკვაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებები PVT-ს „ხარვეზებისა” და გადამოწმების აუცილებლობასთან დაკავშირებით საეჭვოდ დაემთხვა, როდესაც ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საჯარო განცხადება არ გაუკეთებიათ. სანდოობის უზრუნველსაყოფად და მიუკერძოებლობის გამოსარიცხად ხმების პარალელური დათვლა, ასევე მისი აუდიტის პროცესი კონფიდენციალურია.

შესაბამისად, ასეთი ტიპის დამთხვევა ეჭვებს აჩენს, რომ ხელისუფლებას ინფორმაციაზე უკანონო წვდომა ჰქონდა. დიდი ალბათობით ეს უკანონო მიყურადების შედეგად მოხდა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ პროცესის სანდოობას; PVT -ს მეთოდოლიგია შემთხვევითი შერჩევის წესით განსაზღვრულ უბნებში დაწერილი ოქმების დაჯამებას ითვალისწინებს.

შესაბამისად, ხმების პარალელური დათვლა უბანზე არსებული დარღვევების (კარუსელის, ბიულეტენების ჩაყრი, ბიულეტენში ჩანაწერების გაყალბების) მონიტორინგს ან პრევენციას ვერ მოახდენს. სწორედ ამიტომ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცება არჩევნების მასშტაბურად გაყალბების შესახებ არა PVT-ს პირველად შედეგებს ეფუძნებოდა, არამედ მთელ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების, საარჩევნო დღისა და ხმების დათვლის პროცესის განმავლობაში უამრავი დარღვევის შესახებ მიღებულ ვიდეო, აუდიო თუ წერილობით მტკიცებულებებს, რომელთა შესახებაც საზოგადოებას ინფორმაციას მუდმივად ვაწვდიდით. მაგალითისთვის – 2000-ზე მეტ ოქმში დისბალანსია, არჩევნების პროპორციულ ნაწილში 3000-ზე მეტი ბიულეტენია დაკარგული, ყველა ეს ბიულეტენი პოტენციურად კარუსელის განხორციელების წინაპირობაა, აღარ ვსაუბრობთ ჩაყრისა და ამომრჩეველზე ზეწოლის ვიდეო მტკიცებულებებზე.

მიუხედავად ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლოებმა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების აბსოლუტური უმრავლესობა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე განუხილვევლად დატოვეს ან არ დააკმაყოფილეს. ამ ფაქტის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ISFED-ის ჩათვლით, მკაფიოდ აღნიშნეს;

ISFED-ის ჩასწორებულ განცხადებაში მკაფიოდ აღნიშნულია: “მონიტორინგის შედეგად ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად მიიჩნევს, რაც მათ შორის, საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში გამოიხატა”, ამ ფარგლების დისბალანსის პირობებში, რომელიც ცხადია, რომ სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ მოხდა, 4%-იან ცდომილებას იძლევა.

მივმართავთ ISFED-ის წამომადგენლებს, არსებულ კითხვებს საჯაროდ და სრულყოფილად პასუხი გასცენ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო დროულად და არა მხოლოდ წერილობითი ფორმით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეგები: ნაციონალური მოძრაობა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შიმშილობის აქცია შეწყვიტეს

იანვარი 1, 2022
786
პოლიტიკა

სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან

დეკემბერი 2, 2021
1.6k
პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავს

დეკემბერი 2, 2021
1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია