„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის განაცხადებით, ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტსა და ქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი.
„ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტსა და ქალაქში ჩვენი მერობის კანდიდატის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. ამ დღეებში ჩვენ ასევე წარვადგენთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატს. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში განაცხადი უკვე გაკეთებულია ნიკა მელიას მიერ, როდესაც თქვა, რომ ის იქნებოდა თბილისის მერობის კანდიდატი და ჩვენ საერთო ოპოზიციური ბრძოლით გავაგრძელებთ თბილისში საქმიანობას. ვფიქრობ, საკმარისი დროა იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა ბრძოლა გამართონ ყველა მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.











