“ოპოზიცია პარლამენტში უნდა შემოვიდეს – ეს გაჯიუტება ქვეყანას აზიანებს, რასაც ყველა გვეუბნება. კარგად მიმოვიხედოთ, რა ხდება ჩვენს გარშემო და როგორ იკეტება სივრცე რუსული ჯარებით. ჩვენ, ერთი ციდა ქვეყანა, ნაცვლად იმისა, რომ ყველანი დარაზმულები ვიყოთ, ამის მაგივრად, რუსეთს ძალიან დიდ საჩუქარს ვუკეთებთ”,- ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს.
„ხალხისთვის უკვე ძალიან გამაღიზიანებელია ეს გაჭიანურებული მოლაპარაკებები. ყველასთვის გამაღიზიანებელია გაჯიუტებული პოლიტიკოსები. როცა შეხვედრებზე მიწვევენ, ელჩებისადმი პატივისცემის და ამ ქვეყნის სიყვარულის ნიშნად დავდივარ, სადაც ჩემს სათქმელს ვამბობ, თუ როგორ წარმოგვიდგენია კრიზისის განმუხტვა. ოპოზიცია პარლამენტში უნდა შემოვიდეს – ეს გაჯიუტება ქვეყანას აზიანებს, რასაც ყველა გვეუბნება. კარგად მიმოვიხედოთ, რა ხდება ჩვენს გარშემო და როგორ იკეტება სივრცე რუსული ჯარებით. ჩვენ, ერთი ციდა ქვეყანა, ნაცვლად იმისა, რომ ყველანი დარაზმულები ვიყოთ, ამის მაგივრად, რუსეთს ძალიან დიდ საჩუქარს ვუკეთებთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.











