„ნაცვლად იმისა, რომ ისაუბრონ, რა საჭიროება აქვს ხალხს, აწარმოებენ დეზინფორმაციის კამპანიას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„12 დღე დარჩა არჩევნებამდე და ატყობთ ეს თემები საიდან, ვისგან და რატომ მოდის და რა ინტერესია ამ ყველაფრის უკან. ეს ხომ არის პირდაპირი დასტური იმისა, რომ ნაცვლად წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისა, „ნაციონალური მოძრაობა“ დაკავებულია საზოგადოებისთვის გონების არევით, შფოთვის შეტანით, დეზინფორმაციით და ა.შ.“,- ამბობს შალვა პაპუაშვილი.










