გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი რუსეთის ხელისუფლებას ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.
„ის ფაქტი, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ნავალნი ჩასვლისთანავე დააკავა აბსოლუტურად გაუგებარია. ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ“,- აცხადებს მაასი.
შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე დააკავეს.
რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევისთვის დააკავეს.











