ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია რუსეთის სასამართლომ 20 000 რუბლით დააჯარიმა.
ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
იულია ნავალნაიას დაჯარიმების მიზეზად სასამართლომ არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობა დაასახელა.
ცნობისთვის, გუშინ რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. დემონსტრანტები რუსი ოპოზიციონერის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
აქციაში მონაწილეობის გამო სასამართლოს ნავალნის მეუღლეც დააპატიმრა, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლა.











