ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დირექტორის, ივან ჟდანოვის ინფორმაციით, ნავალნის ორგანიზმში პოლიციის წარმომადგენელმა საშიში ნივთიერების აღმოჩენა დაადასტურა.
ივან ჟდანოვის თქმით, როცა პოლიციელს ჰკითხეს, კონკრეტულად, რა ნივთიერებაზეა ლაპარაკი, მან უპასუხა, რომ ეს გამოძიების საიდუმლოა, თუმცა ნივთიერება სასიკვდილოა და ემუქრება არა მხოლოდ ალექსეი ნავალნის, არამედ ახლოს მყოფებსაც და ყველანი დამცავ კოსტიუმებში უნდა იყვნენ.
ნავალნის სპიკერის განცხადებით, სანდო კლინიკაში ალექსეი ნავალნის ტრანსპორტირებაზე კლინიკამ ისევ უარი უთხა. ნავალნის გუნდის ვარაუდით, ეს იმისთვის კეთდება, რომ ორგანიზმში ქიმიური ნივთიერების კვალი გაქრეს.
შეგახსენებთ, რომ ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვიტოს მოხვდა. წინასწარი ვერსიით, ის მოწამლულია.











