პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად თამარ ღვამიჩავა დანიშნა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს.
როგორც მან „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, თამარ ღვამიჩავას არ იცნობს და მის შესახებ მხოლოდ მცირე ინფორმაციას ფლობს.
„მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. როგორც მივხვდი, აკადემიური სფეროდანაა და სამოქალაქო საზოგადოებიდან აქტიური არ ყოფილა. საჯაროდაც ბევრი ინფორმაცია არ იძებნება, მისი შეფასება ძნელია“, – ამბობს ჯანეზაშვილი.












