აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებას ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს გეგმავს. ინფორმაციას NBC-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპი ჯო ბაიდენის პრეზიდენტად ფიცის დადების ცერემონიას არ დაესწრება.
მათივე განმარტებით, ტრამპი არც ბაიდენის თეთრ სახლში მიპატიჟებას აპირებს და სავარაუდოდ, არც ტელეფონით დაუკავშირდება.











