ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად კვლავ ეკონომიკური პრობლემები და, ამჯერად უკვე, კორონავირუსიც (16 პროცენტი) აწუხებს.
მოქალაქეები მთავრობას პანდემიის ეფექტურ მართვას უწონებენ, თუმცა პანდემიის მომავალი მაინც აშფოთებთ. ისინი ლიდერებისგან, მათ შორის ახლადარჩეული პარლამენტისგან, ამ გამომწვევებთან გამკლავებას მოელიან.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 46%-ს კვლავ სამუშაო ადგილები ადარდებს.