ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ კვლევის შედეგები გამოქვეყნდა.
2021 წლის თებერვლის თვის მონაცემებით, გამოკითხულთა 68% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა კოვიდპანდემიას კარგად უმკვლავდება. 2020 წლის მონაცემებთან შედარებით, წელს შედეგი 8%-ით არის გაზრდილი.
ამასთან, გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ მთავრობა პანდემიას ცუდად უმკლავდება.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.












