ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ კვლევის შედეგები გამოქვეყნდა.
კვლევის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან გასული თვეების მსგავსად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და კოვიდ-19-ის გავლენა ეკონომიკაზე კვლავ მოქალაქეების ყურადღების ცენტრშია.
მოსახლეობის მეოთხედი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური დაკარგა (13 პროცენტი) ან ხელფასი/შემოსავალი შეუმცირდა (12 პროცენტი), ხოლო უმრავლესობა თავს უმუშევრად მიიჩნევს.
პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად საცალო ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და სარესტორნო სფეროებში დასაქმებული მოქალაქეები დაზარალდნენ. მოქალაქეების 50 პროცენტი მიიჩნევს, რომ მთავრობის ეკონომიკური გეგმა ეფექტურია, ხოლო მათი ნახევარი, ვინც პანდემიის პერიოდში მთავრობისგან რაიმე სახის ფინანსურ დახმარება მიიღო, ამბობს, რომ ეს დახმარება საკმარისია.
NDI-ის ინფორმაციის, საველე სამუშაოების პერიოდია 17-24 თებერვალი, 2021 წელი. გამოიკითხა 2024 ადამიანი. ცდომილება +/- 1.4%.