ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი, შესაძლოა, მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც პანდემიას დაძლევს.
ინფორმაციას timesofisrael-ი ავრცელებს.
„მინდა გითხრათ, რომ ერთი მხრივ, ვაქცინაციის გასაოცარი კამპანიის და მეორე მხრივ, ლოქდაუნის კომბინაცია საშუალებას გვაძლევს, კორონავირუსის პანდემია დავძლიოთ და ჩვენ, სავარაუდოდ, მსოფლიოში პირველი ქვეყანა გავხდებით, რომელიც პანდემიას დაძლევს“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.











