fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

NEWEUROPE: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ცხადყოფს, რომ საქართველო დღესაც ნათელი წერტილია

10:08 ოქტომბერი 30, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
802
ნახვა

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ცხადყოფს, რომ საქართველო დღესაც ნათელი წერტილია“, – ამ სათაურით სტატია Neweurope-მა გამოაქვეყნა.

„ბოლო კვირების განმავლობაში ევროპული მედიის და პოლიტიკური წრეების ყურადღების ძირითადად მიპყრობილია მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტზე, რაც სრულიად გასაგებია, გამომდინარე რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეებიდან. აშშ, ევროკავშირის და სხვანი სამართლიანად მოუწოდებენ მშვიდობისკენ.

უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ მოლაპარაკებების შედეგად ცეცხლი შეწყდება და გაიმართება კონსტრუქციული სამშვიდობო დიალოგი. საქართველომ, რომელიც კონფლიქტში მონაწილე ორივე ქვეყანას ესაზღვრება და განიხილება, როგორც ნეიტრალური არბიტრი, გამოთქვა შუამავლობის მზადყოფნა გამოსავლის პოვნის პროცესში, უფრო მსხვილ საერთაშორისო მხარეებთან თანამშრომლობით.

საქართველოს მაგალითი შეგვახსენებს, რომ მთიან ყარაბაღში მშვიდობის მოკლევადიანი იმპერატივი არ არის ევროკავშირის ერთადერთი პრიორიტეტი ჩვენს მეზობელ შავი ზღვის რეგიონში. მშვიდობის ბუნებრივი პარტნიორი გახლავთ დემოკრატია, როგორც ამას ბოლო 75 წლის განმავლობაში ბევრი ევროპული ქვეყნის გამოცდილება ცხადყოფს. 31 ოქტომბერი საქართველოს 3.7 მილიონი მოქალაქისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებში და კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ქვეყანა მართლაც იმსახურებს რეგიონში დასავლეთის მთავარი მოკავშირის სახელს.

ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც საკვანძო ნიშანსვეტს საქართველოს გზაზე ევროკავშირის წევრობისკენ. წლის დასაწყისში „ქართული ოცნების“ მმართველმა ხელისუფლებამ გაატარა საარჩევნო რეფორმა, რის შედეგადაც საქართველო გადავიდა საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე.

ამ რეფორმას რეკომენდაცია გაუწიეს როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ისე ევროკომისიამ: მთავრობის მიერ მისი შეთავაზებისთანავე რეფორმას აქტიურად, ხმამაღლა უჭერდნენ მხარს როგორც წამყვანი ქვეყნები, ისე მთავრობები ბერლინში, პარიზში, ლონდონში და ა.შ.

უცნაურია, მაგრამ ადგილობრივმა პოლიტიკურმა პარტიებმა ყოფილი პრეზიდენტის, ინდივიდუალისტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ხმა მისცეს ამ რეფორმის წინააღმდეგ, რომელსაც მხარს უჭერდნენ აშშ და ევროკავშირი. საბედნიეროდ, მმართველმა პარტიამ მოაგროვა საკმარისი რაოდენობის ხმები რეფორმის დასამტკიცებლად, რასაც დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ქართულ საზოგადოებაში.
ლიდერი ევროპარლამენტარების განცხადებაში, რომელშიც ისინი მიესალმებიან ახალი საარჩევნო სისტემის მიღებას, ვკითხულობთ: „ეს არის გარდამტეხი მომენტი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში… ჩვენ ვულოცავთ ამ ზოგჯერ რთული პოლიტიკური დიალოგის ყველა მონაწილეს, რომლებმაც ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესები ყველაზე მაღლა დააყენეს“.

შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ ეს არჩევნები იქნება ყველაზე სამართლიანი და ინკლუზიური საქართველოს ისტორიაში, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ აიძულა ევროკავშირი და სხვანი, გაეუქმებინათ დაგეგმილი სადამკვირვებლო მისიები. ის, რომ ახალი პროპორციული სისტემა ევროპარლამენტის საარჩევნო სისტემის მსგავსია, არ არის შემთხვევითი“, – აღნიშნულია სტატიაში.

თეგები: 2020 წლის არჩევნები

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კონკრეტული პირების გამოკითხვა დაიწყო

ივნისი 15, 2021
784
პოლიტიკა

ჩვენ, ბარიერგადალახული პარტია გარეთ ვართ დარჩენილი – ნინო ბურჯანაძე

მაისი 21, 2021
825
პოლიტიკა

დღეს საგამოძიებო კომისიის წევრები ელჩებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან

მაისი 20, 2021
868

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია