ნიდერლანდებმა AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინის გამოყენება, სულ მცირე, ორი კვირით შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყანამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მსოფლიოში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრილ რამდენიმე ადამიანს სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოუვლინდათ.
AstraZeneca-ს გამოყენება ქვეყანაში 29 მარტამდე შეწყდა.
თავად კომპანია AstraZeneca აცხადებს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბის გაზრდილი რისკის შესახებ მტკიცებულება არც ერთ ასაკობრივ ჯგუფში არ გამოვლენილა.
მათივე განმარტებით, ტარდება დამატებითი ტესტირება, და ამ შემოწმების შედეგად, შეშფოთების არანაირი მიზეზი არ გამოვლენილა.
რა ვიცით AstraZeneca-ს ვაქცინაზე, რომელიც საქართველოში შემოიტანეს – მიმოხილვა









