fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რა ვიცით AstraZeneca-ს ვაქცინაზე, რომელიც საქართველოში შემოიტანეს – მიმოხილვა

17:23 მარტი 14, 2021
წაკითხვის დრო:2 mins read
A A
0
1.2k
ნახვა

13 მარტს საქართველომ Astrazeneca-ს  ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინის კიდევ 85 ათას დოზას აპრილის მეორე ნახევრში ჩამოიტანენ.

|რა ვიცით AstraZeneca-ს ვაქცინაზე?

AstraZeneca-ს ვაქცინა მსოფლიოში მისი ხელმისაწვდომი ღირებულებითა და შენახვის მოსახერხებელი წესებით იყო ცნობილი. თუმცა, ბოლო პერიოდში მისი გამოყენება ევროპის რამდენიმე ქვეყანამ დროებით შეაჩერა.

კერძოდ, დანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით,  ვაქცინის დროებითი გამოყენების შეწყვეტის გადაწყვეტილება ქვეყანამ მას შემდეგ მიიღო, რაც ვაქცინაციის შემდეგ რამდენიმე ადამიანს სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოუვლინდა.

„დამატებითი ინფორმაცია გვჭირდება მანამდე, სანამ AstraZeneca- ს ვაქცინის გამოყენებას გავაგრძელებთ”,- განაცხადა დანიის ჯანდაცვის მინისტრმა.

დანიის შემდეგ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების შეჩერების გადაწყვეტილება ნორვეგიამაც მიიღო.  ქვეყნის ინფექციის კონტროლისა და გარემოს დაცვის განყოფილების დირექტორის თქმით, მისი მოხმარება შეჩერებული მანამდე იქნება, სანამ არ გაირკვევა არის თუ არა ვაქცინასა და აღნიშნულ შემთხვევებს შორის კავშირი.

ავსტრიის საზედამხედველო სამსახურმა შეაჩერა AstraZeneca-ს ვაქცინის ერთი პარტიის გამოყენება, მას შემდეგ, რაც აცრის გაკეთებიდან 10 დღის შემდეგ ქვეყანაში ერთი ვაქცინირებული ადამიანი გარდაიცვალა, მეორე კი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

AstraZeneca-ს გამოყენება ასევე შეაჩერეს შემდეგმა ქვეყნებმა: ბულგარეთი, დანია, ტაილანდი, ისლანდია,  ესტონეთი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი და ლატვია.

|რას ამბობს WHO?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქვეყნებმა AstraZeneca-ს გამოყენება არ უნდა შეწყვიტონ, რადგან არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს ვაქცინა თრომბოემბოლიას იწვევს.

WHO-ს სპიკერმა, მარგარეტ ჰარისმა განაცხადა, რომ AstraZeneca შესანიშნავი ვაქცინაა და მისი გამოყენება უნდა გაგრძელდეს.

|რას ამბობს ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA)?

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) განცხადებით, AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით დაწყებული შესწავლის შედეგად, არანაირი დარღვევა არ აღმოჩენილა.

„ამ დროისთვის არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ვაქცინაციამ გამოიწვია ისეთი სიმპტომების განვითარება, რომლებიც შესაძლო გვერდითი მოვლენების ჩამონათვალში არაა ნახსენები“, – აცხადებენ ევროპის მედიკამენტების სააგენტოში.

|რას ამბობენ AstraZeneca-ში?

ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-ში აცხადებენ, რომ  მათთვის პაციენტების უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია.

„ვაქცინის უსაფრთხოება კლინიკური ცდების მესამე ეტაპზე ფართოდ იყო შესწავლილი. ექსპერტების შეფასებები ცხადყოფს, რომ პაციენტები ვაქცინას ზოგადად კარგად იტანენ“,- ნათქვამია AstraZeneca-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

|რამდენად ეფექტურია AstraZeneca-ს ვაქცინა კოვიდის სამხრეთ აფრიკული შტამის მიმართ

სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულმა მცირე კვლევამ, რომელშიც 2 000 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა რომ AstraZeneca-ს ვაქცინა კოვიდის სამხრეთ აფრიკული მუტაციის მიმართ ნაკლებ ეფექტურია.

University of Texas-ის მიერ  ჩატარებულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინა კოვიდის სამხრეთ აფრიკული შტამის მიმართ 10%-ით ეფექტურია.

რა არის ამის მიზეზი?

მიზეზი ისაა, რომ გამოსაყენებლად დამტკიცებული კოვიდის ვაქცინები ვირუსის ორიგინალი შტამის მიხედვით, მუტაციების აღმოჩენამდეა  შექმნილი. შესაბამისად, ისინი ისეთ ანტისხულებს გამოიმუშავებენ, რომლებიც ეფექტურუბი სწორედ ამ ორიგინალი ვარიანტის კუთვნილი სპაიკ პროტეინის მიმართ არიან. შედეგად, აღნიშნულ ანტისხეულები ვირუსის მუტირებულ ანუ შეცვლილი სპაიკ პროტეინებს ვერ უკავშირდებიან და მათ უნარს- დააინფიციროს ადამიანის უჯრედები, ბოლომდე ვერ ბლოკავს.

თუმცა, როგორც University of Brighton-ის ლექტორი და დიდი ბრიტანეთის ბიოსამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი, სარა პიტი აცხადებს,  AstraZeneca-ს ვაქცინა ორგანიზმს კოვიდის სამხრეთ აფრიკული (B.1.351) შტამისგან მცირედად, მაგრამ მაინც დაიცავს.

ამის მიზეზი ისაა, რომ  ვირუსის ყველა მუტაცია კოვიდის ორიგინალი ვარიანტის  მცირე ნაწილს მაინც შეიცავს. სწორედ იმ ნაწილს რომლის მიხედვითაც ვაქცინებია შექმნილი. შესაბამისად, თუ ისინი სრულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ მუტირებულ შტამებს, ორიგინალი ვარიანტს ნაწილს მაინც „იცნობენ“ და მის წინააღმდეგ ეფექტურად იმოქმედებენ. შედეგად, ორგანიზმი მცირე დაცვას მაინც მიიღებს.

  • Moderna-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მათი ვაქცინა კოვიდის B.1.351 შტამის მიმართ ნაკლებად ეფექტურია. თუმცა, ის ორგანიზმს ვირუსისგან მართალია მცირედად, მაგრამ მაინც იცავს. იგივე შედეგი აჩვენა BioNTech-Pfizer-ის ვაქცინამაც.

|რამდენად ეფექტურია AstraZeneca ვაქცინა კოვიდის სხვა მუტაციების მიმართ?

ჩატარებული კვლევის მიხედვით, AstraZeneca-ს ვაქცინის ერთი დოზა კოვიდის ორიგინალი შტამის მიმართ 76%-ით ეფექტურია. ვაქცინის მეორე დოზის (12 კვირის)  მიღების შემდეგ კი , ეს მაჩვენებელი 82%-მდე იზრდება.

AstraZeneca-ს ვაქცინამ ანალოგიური შედეგი აჩვენა კოვიდის ბრიტანული შტამის მიმართაც.

ასევე, კვლევის მიხედვით, AstraZeneca-ს ვაქცინა ორგანიზმში ვირუსული დატვირთვის დონეს ამცირებს, რაც ბუნებრივია მისი გადაცემის ინტენსიობას ანელებს.

|უნდა გავიკეთოთ თუ არა AstraZeneca-ს ვაქცინა

WHO-ს განცხადებით, AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინა რეკომენდირებულია ორსულების, თანმხლები დაავადებისა და აივ-ინფექცია შიდსის მქონე ადამიანებისთვისაც.

ასევე, WHO-ს ინფორმაციით,  ვაქცინაციის გაკეთება კოვიდგადატანილ ადამიანებსაც შეუძლიათ. თუმცა, გამოჯანმრთელების შემდეგ 6 თვე უნდა იყოს გასული.

თუმცა, როგორც ჯანმომ აღნიშნა, იმ ადამიანებმა, რომლებიც ვაქცინაში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ალერგიულები არიან, ვაქცინაციისგან თავი უნდა შეიკავონ.

|უსაფრთხოა თუ არა AstraZeneca-ს ვაქცინა ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის?

WHO-ს განცხადებით, AstraZeneca-ს ვაქცინის მიღება 18 წლის ზემოთ მყოფი ადამიანებისთვის რეკომენდირებულია.

„არსებული მტკიცებულებების მიხედვით, AstraZeneca-ს ვაქცინა 65 წელს და მის ზემოთ მყოფი ადამიანების მიმართაც რეკომენდირებულია“,- განაცხადეს ჯანმოში.

ევროპის მედიკამენტები სააგენტოს (EMA)-ს განცხადებით,  ჯერჯერობით საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ AstraZeneca-ს კოვიდის ვაქცინა ასაკობრივი ადამიანების შემთხვევაშიც ეფექტურია.

გერმანიის ვაქცინების კომისიის, STIKO-ს განცხადებით, AstraZeneca 64 წელს და მის ქვემოთ მყოფი ადამიანებისთვისაა რეკომენდირებული.

|ვინ აწარმოებს AstraZeneca-ს ვაქცინას?

ვაქცინას ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მკვლევართა ჯგუფი აწარმოებს.

მკლევართა გუნდში ოქსფორდის ვაქცინის ჯგუფისა და ჯენერის ინსტიტუტის მეცნიერებიც შედიან.

 

 

მომზადებულია DW-ს მიხედვით

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენგო PTN.ge

თეგები: AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მერკელი: როდესაც ჩემი ჯერი მოვა,  AstraZeneca-ს ვაქცინას გავიკეთებ

მარტი 31, 2021
877
მსოფლიო

„დოიჩე ველე“: AstraZeneca-მ კორონავირუსის ვაქცინას სახელი შეუცვალა

მარტი 30, 2021
1k
მსოფლიო

კანადამ 55 წელს ქვემოთ მყოფ ადამიანებში Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა

მარტი 30, 2021
925

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია