ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქვეყნებმა AstraZeneca-ს გამოყენება არ უნდა შეწყვიტონ, რადგან არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს ვაქცინა თრომბოემბოლიას იწვევს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, WHO-ს სპიკერმა, მარგარეტ ჰარისმა განაცხადა, რომ AstraZeneca შესანიშნავი ვაქცინაა და მისი გამოყენება უნდა გაგრძელდეს.
ცნობისთვის, ევროპაში დაფიქსირდა თრომბის განვითარების დაახლოებით 30 შემთხვევა.
გავრცელდა ინფორმაცია ერთ გარდაცვლილზეც, რის გამოც ევროპული ქვეყების ნაწილმა ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლსი ცენტრის დერექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემაც.
როგორც იმნაძე ამბობს, კორონავირუსის ვაქცინა სხვა დაავადებას ვერ განკურნავს და ყველა შემთხვევა ვაქცინაციას არ უნდა დავაბრალოთ.
ვაქცინაციის შემდეგ რაიმე გართულება რომ დამემართოს? – ნახეთ, რას პასუხობს ამ კითხვაზე პაატა იმნაძე











