ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ თავად გვარამია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დამიბარა“, – წერს ნიკა გვარამია.
ჯერჯერობით უცნობია, რატომ არის იგი საგამოძიებო უწყებაში დაბარებული.










