პირველ ნოემბერს ნიკა მალიამ ფაქტობრივად, სახეში გვესროლა სამაჯური, – ამის შესახებ ნიკა მალიას საქმის პროკურორმა განაცხადა.
“რომ ირღვეოდა ეს აღკვეთი ღონისძიება (ელექტრონული სამაჯურის ტარება) ფაქტია, რადგან შეიცვალა, დაუმძიმდა და დაემატა გირაოს თანხა 40 ათასი ლარი. ამაზე იყო მსჯელობა წინა სასამართლო სხდომაზე. მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ეს კაცი არღვევდა ამ პირობას.
პირველ ნოემბერს რადგან ახსენებთ, მაშინ აშკარად და გარკვევით სახეში გვესროლა, ფაქტობრივად, ტელევიზიის მეშვეობით, ნიკანორ მელიამ თავისი სამაჯური და თქვა, რომ არ დაგემორჩილებით”, – ამბობს პროკურორი.
ცნობისთვის, ამ წუთებში სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.










