„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ წელიწადნახევარის განმავლობაში ელექტრონული სამაჯური ტყუილად ეკეთა.
„აღიარეს, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში სამაჯურიც ტყუილად მეკეთა, შეზღუდვაც ტყუილად მქონდა დაწესებული, პასპორტიც ტყუილად მქონდა ჩამორთმეული, პლუს სახლში რაღაცა დანადგარი მიყენია, რაც აკონტროლებს ჩემს შესვლა-გამოსვლას. ასევე, მიტინგზე გამოსვლის უფლებაც არ მქონდა.
როგორც ჩანს დარწმუნდნენ თავიანთ უსუსრობაში და ეს ყველაფერი გააუქმეს, პასპორტსაც კი მიბრუნებენ. ანუ ეს სამაჯური ადრე უნდა მომეწყვიტა. ეს ხუმრობით. ისე კი ხელისუფლება ნამდვილად ჩამოშლილია“, – უთხრა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს.










