ამ „თავყრილობაში“ არავითარი ადგილი არ არის ნიკანორ მელიასთვის, რომელიც უინტელექტო „ხულიგანია“ და მეტი არაფერი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.
„რაც შეეხება მელიას განცხადებას, როდესაც მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს – საქართველოს პარლამენტს ივანიშვილის თავყრილობას ანუ კონკრეტული პირის თავყრილობას უწოდებთ, ეს თავისთავად მეტყველებს ამ კონკრეტული ადამიანების და პარტიების სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ დამოკიდებულებაზე. ამ „თავყრილობაში“ არავითარი ადგილი არ არის ნიკანორ მელიასთვის რომელიც უინტელექტო „ხულიგანია“ და მეტი არაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.











