ერთი რამ დავიმახსოვროთ ძალიან მკაფიოდ. თუკი რეჟიმს ვინმესი ეშინია და ცახცახებს ეს არის რუსთაველის გამზირი, ეს არის ხალხი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის აქციაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ეს ორი პროცესი, ერთის მხრივ მშვიდობიანი მანიფესტაცია და აქციები და, მეორეს მხრივ, მოლაპარაკება ხალხის სახელით, ერთი პროცესია.
„უახლოეს დღეებში ჩვენ ამაში დავრწმუნდებით. დავრწმუნდებით, რომ რეჟიმი საკუთარ თავს არ დაამარცხებს საკუთარი ნებით და ძალიან მინდა ამაში არ ვიყო დარწმუნებული.
ხალხო, ჩვენ ვართ ეროვნული ინტრესების დამცველები. ყველას აქვს უფლება იქ იდგეს, სადაც ვდგავართ, ამ ერთობას ვერავინ ვერ მოარღვევს.
ამ რეჟიმის გადარჩენის, თავის დახრის, მუხლის მოდრეკის შანსი არ არსებობს, მთავარია ბრძოლა. ბრძოლა მთავარ ეშხში ახლა შედის, დასაწყისი არავის ემახსოვრება, ისტორიას ემახსოვრება ბოლო – ეს ბრძოლა როგორ დამთავრდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.










