გთხოვთ უმორჩილესად, მობრძანდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში, რათა დაახლოებით საათ-ნახევარში ჩვენ გადავნაწილდეთ და მშვიდობიანად დავიცვათ ხმები,– ამის შესახებ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხმებს დაიცავს, რადგან არჩევნები მოგებულია“.
„მივმართავ ბიძინა ივანიშვილს და გომელაურს, ხელი აიღეთ ამ დანაშაულის ჩადენაზე. ჩვენ ხმებს დავიცავთ, არ გაგაყალბებინებთ. საარჩევნო უბნების შიგნით არ გიშვებთ, რომ არ ჩაშალოთ არჩევნები, არ დაარბიოთ საარჩევნო უბნები და ამ მასკარადებს აწყობთ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. ახლა მივმართავ ამ ქვეყნის მხარდამჭერებს, კრიტიკული საათები მოდის, ხმებს დაცვა სჭირდება, გთხოვთ უმორჩილესად, მობრძანდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში, რათა დაახლოებით, საათ-ნახევარში ჩვენ გადავნაწილდეთ და მშვიდობიანად დავიცვათ ხმები. ჩვენ ვართ მშვიდად. განგებ არ გავდივარ საარჩევნო შტაბიდან. ამიტომ, მხარდამჭერებს ვთხოვ, მშვიდობიანად გამოცხადდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში, რათა ხმები დავიცვათ. ეს არჩევნები მოგებულია“, – განაცხადა მელიამ.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











