ნიკა მელია აღმოჩნდა ისეთ სიტუაციასა და პოლიტიკურ ლაბირინთში, რომელიც მას მისივე პარტიის თავმჯდომარემ შეუქმნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„თუ ნიკა მელია დარჩება ციხეში ვერ გააგრძელებს პოლიტიკური აქტივობას და თუ გამოვა ციხიდან, გირაოს სახით, ან ამნისტია შეეხება ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება, თუმცა პოლიტიკურად მაინც დაზიანდება, იმიტომ, რომ თავისივე პრინციპების წინააღმდეგ მოუწევს წასვლა. ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ნიკა მელიას რწმენას, როდესაც ის ამბობდა, „აქ ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“ წინ დიდი გამოცდა ელოდა, მან არ დაიჯერა და აი შედეგიც, ახლა გადაწყვეტილება მასზეა. ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს რა იქნება მისი გადაწყვეტილება, მთავარია, რომ ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა დღის წესრიგი დააწესეს, რომელსაც ჰქვია საქართველოს განვითარების გზა“, – გურამ მაჭარაშვილმა.









