“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ნიკა მელია პოლიტიკური ტყვეა.
“არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა. თუ კი აქამდე მელია იყო პოლიტიკური პატიმარი, დღეიდან ის არის პოლიტიკური ტყვე. პროკურატურის პოზიციის თანახმად, ამ საქმის განხილვისთვის პატიმრობა არ არის აუცილებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, სასამართლომ დატოვა პატიმრობაში ნიკა მელია. ეს არის ტყვეობა და მეტი არაფერი”, – თქვა საძაგლიშვილი.
სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.
ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სასამართლომ 17 თებერვალს მიიღო.










