ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას თავად ბრალდებული არ ესწრება. წინა სასმართლო სხდომიდან ის მოსამართლემ გააძევა.
დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას – პატიმრობას გადასინჯავს. ამ დრომდე უცნობია, თუ რა პოზიცია ექნება სახელმწიფო ბრალდებას.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.










