ნიკა მელია სასწრაფოდ უნდა გათავისუფდეს, ამის ერთადერთი ბერკეტი ევროკავშირის გირაოა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„იმედი მაქვს, ეს ასე მოხდება და ნიკა მელია თავისუფალი იქნება. ამნისტიის კანონზე ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა, ავიღეთ პასუხისმგებლობა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით გიდასტურებთ, რომ ამნისტიის კანონზე ბოლომდე ვიმუშავებთ. არ მივცემთ საშუალებს „ქართულ ოცნებას“ და არავის, რომ ამ შეთანხმების თუნდაც ერთი პუნქტი ჩავარდეს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის განხილვა უქმე დღეების გამო გადაიდება










