“ნიკა მელია ახორციელებს თავის დესტრუქციულ გეგმას, რაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის დაწერილი გეგმა და მათი მოთხოვნა, რომ ქვეყანა აურზაურში გახვიონ”, – ასე აფასებს დიმიტრი ხუნდაძე ნიკა მელიას გადაწყვეტილებას გირაოს არგადახდის შესახებ.
„რა თქმა უნდა, კანონმდებლობაში კონკრეტული გვარი და სახელი არ არის მითითებული და არ შეიძლება იყოს, მაგრამ პასუხისმგებლობა და ვალდებულება მიუხედავად პოლიტიკური სტატუსისა, მიუხედავად თანამდებობისა და ეთნიკური წარმომავლობისა, ყველას აქვს ვალდებულება შეასრულოს კანონი. თუ კი ის ამას არ შეასრულებს რა თქმა უნდა აქ კანონისმიერი ვალდებულება ჩნდება, რომ კანონი ბოლომდე აღსრულდეს. თუ კანონის აღსრულების მოთხოვნა არის პოლიტიკური დევნა, მაშინ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოზე უნდა ვთქვათ უარი. სახელმწიფო, პარლამენტი, მთავრობა და მმართველი გუნდი ამას არ აპირებს. უფლებამოსილების შეწყვეტაზე მსჯელობა არის იმ ვალდებულების ნაწილი, რაც სამართლიან ქვეყანაში სამართლებრივად უნდა რეგულირდებოდეს“, – განაცხადა ხუნდაძემ.










