“პრაიმტაიმნიუსის” ინფორმაციით, თბილისის მერობისთვის “ნაცმოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია იბრძოლებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ ინფორმაციას, ჯერჯერობით, არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მათთვის ნიკა მელია „ერთ-ერთი უალტერნატივო კანდიდატია“.
„დღეს საერთოდ არ ვაპირებ ამ მსჯელობაში შესვლას. როდესაც ნიკა მელია გამოვა, ამის შემდეგ დავიწყებთ საუბარს იმაზე, თუ როგორ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას და ვინ უნდა იყვნენ კანდიდატები. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ნიკა მელია იქნება ერთ-ერთი უალტერნატივო კანდიდატი, მაგრამ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტს, რომ ის კანდიდატი უნდა იყოს, კონსულტაციებს გავმართავთ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთანაც“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა.









