„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, 26 მაისს ზუგდიდში, პარტიის აქტივს, დახურულ ფორმატში ხვდება.
შეგახსენებთ, ნიკა მელია რეგიონებში, პარტიის აქტივის წევრებთან ერთად განიხილავს საკითხს, უნდა შევიდეს თუ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”პარლამენტში.
ზუგდიდამდე ნიკა მელია კახეთის რეგიონში, რუსთავში, გორსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
ავტორი: თეა შონია










