აქ მოვედი, რადგან „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს პირადად ვუთხრა, თუ რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადმიანები არიან დღეს ხელისუფლებაში, ეს ადამიანები ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ძალადობენ დღისით, მზისით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, სადაც თბილისის მერობის ყველა კანდიდატს შორის დებატები იმართება.
მისივე თქმით, პატივს სცემს ყველა პარტიის ამომრჩეველს, მაგრამ მოძალადე, კორუმპირებულ ადამიანთან ერთად ყოფნას არ აპირებს.
მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ნიკა მელიამ მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მერობის კანდიდატებთან დებატები დატოვა.










