“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატს, ბექა ბასილაიას კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“გამომივლინდა სიმპტომი (ხველა), დღეს დილით (23.04) PSR-მა დადებითი აჩვენა. ორშაბათიდან ვისთანაც კონტაქტი მქონდა, მგონი ყველას პირადად შევატყობინე. როგორც ამიხსნეს, მცირე ალბათობით არის შანსი, რომ წინა კვირაშიც გადამდები ვყოფილიყავი.
სამწუხაროდ წინა კვირის კონტაქტებთან პირადად შეხმიანებას უბრალოდ ვერ შევძლებ (ჯერ ნიკას პროცესი იყო, შემდეგ გიო მუმლაძის) უამრავ ადამიანს შევხვდი და მივესალმე, თითქმის ყველანი სავარაუდოდ მეგობრებში მეყოლებით, ამიტომ ვდებ ამ პოსტს, ინფორმირებისთვის. ბოდიშს გიხდით, დისკომფორტისთვის, იმედია არავის აღმოგაჩნდებათ, მართლა ძაან მაწუხებს, რომ შეიძლება ვინმესთვის გადამედო. პ.ს. ჯერჯერობით სიცხე ან რაიმე გართულება არ მაქვს”,- წერს ბასილაია.








