რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებულ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თანაპარტიელი გიორგი ბოტკოველი და “ეროვნულ-დემოკრატიული” პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ხვდებიან.
საპატიმროში შესვლამდე ბოტკოველმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მელიასთან სამომავლო პოლიტიკური გეგმების შესახებ ისაბურებენ.
“დღევანდელი შეხვედრა შეეხება ყველაფერს, რაც ეხება “ნაციონალურ მოძრაობას” და მის სამოქმედო გეგმას, მის დღევანდელ მდგომარეობას. რაც შეეხება ამნისტიის პროექტს, ამასთან დაკავშირებით, ნიკა მელიას პოზიცია ყველასთვიც ცნობილია. ეს არის პროექტი, რომელიც არა ნიკას გათავისუფლებას ემსახურება, არამედ, მის ციხეში ჩატოვებას. რაც შეეხება ევროკავშირის გირაოს, ნიკას განცხადება ცნობილია, ის მზად არის, დათანხმდეს ევროკავშირის გირაოს და ამასთან დაკვშირებით მიმდინაროებს მუშაობა”, – განაცხადა ბოტოკოველმა.









