ნიკა მელიას გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების” დეპუტატი შალვა პაპუაშვილი წერს.
პაპუაშვილის თქმით, ნიკა მელიას გამბედაობა არ ჰყოფნის და ამის გამო როგორც პოლიტიკოსმა „თავი დაიმთავრა”.
“გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს. ასეა, როცა თამასას ისეთ სიმაღლეზე წევ, რომელსაც ვერ აიღებ.
არ ყოფნის გამბედაობა არც ქვეყნისთვის, არც საკუთარი თავისთვის. დაიმთავრა თავი როგორც პოლიტიკოსმა.
ასე წარმავალია ამქვეყნიური დიდება” – წერია პოსტში.










