პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი ნიკა მელიას კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ მოლაპარაკებების დროს ამოცანა მისი ინტერესების დაცვა არასდროს ყოფილა.
“ეს არის ძალიან უცნაური განცხადება, აგმომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვცდილობდით, მოგვეგვარებინა ის კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობს “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის. ნიკა მელიას ინტერესების გათვალისწინება ჩემს ამოცანებს შორის საერთოდ არ ყოფილა”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.










