ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
პოლიტიკოები ნიკა მელიას საქმეს პოლიტიკურ დევნას უწოდებენ და მას მხარდაჭერას უცხადებენ.
ერთობლივ განცხაებას 20 პარტია აწერს ხელს, თუმცა მათ შორის „გირჩის” და „მოქალაქეების ხელმოწერები არ არის.
„გირჩში” აცხადებენ, რომ ნიკა მელიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ „ქართულ ოცნებასთან” ერთად „ნაციონალური მოძრაობა” სიტუაციას ხელოვნურად ძაბავს.
„ქართული ოცნება” ვერ მიიღებს სარგებელს, თუ ვირტუალურ ძალას გამოაჩენს, ეს იქნება უფრო სისუსტის მაჩვენებელი. არ მგონია, რომ ეს ნორმალური და კარგია ზოგადად მომავლისთვის.”, – განაცხადა სანდრო რაქციაშვილმა.










