მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ბრალდებული ნიკა მელია სასამართლო პროცესებზე დასწრებას შეძლებს.
შესაბამისად სხდომა 13 აპრილს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.










